ირაკლი კობახიძე – ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში – ამ ფონზე, პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ძალიან საინტერესოა

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში – ამ ფონზე, პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებას, სადაც ის -ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც მან აღნიშნა, უნდა დასრულდეს ის მდგომარეობა, როცა სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, მათ შორის ევროპელი ელჩები ხშირად და ძალიან უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას.
“ეს არის ძალიან საინტერესო განცხადება. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში. ეს ჩარევები ყველასთვის იყო აბსოლუტურად ცხადი. როდესაც ჩვენ, თავის დროზე ვაკეთებდით განცხადებებს ამ თემასთან დაკავშირებით, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო. მათ შორის, გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩი წარსულშიც აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება და იმედი მაქვს, რომ ორმაგი სტანდარტებიდან დავუბრუნდებით ჯანსაღ სტანდარტებს. თუ ასეთი ტენდენციები გაჩნდება, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, მათ შორის ევროპელი ელჩები ძალიან ხშირად და თან ძალიან უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას. ეს უნდა დასრულდეს. ეს არის პირველ რიგში იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის და ევროპული სტრუქტურების, ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა მ.