– დარწმუნებული ვარ, რომ ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამერიკაში ვიზიტისას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ – მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი რაზე ისაუბრებს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილიც ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე“, – აცხადებს .
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – Eagle Hills-ი არის “საპნის ბუშტი”, რომელიც იქნება მექანიზმი შავი და თეთრი ფულის, მათ შორის ივანიშვილის ფინანსების კონსოლიდაციისთვის – განათლების რეფორმაც ივანიშვილის წარუმატებელი პროექტის, ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენის სპეცოპერაციაა