ბადრი გრიგალაშვილი: ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური

“ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე.

თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში.

პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ მოსულა,” –

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტს ეხმიანება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ, 10 იანვარს შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში