ბევრი ხარვეზია, მათ შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან დაშვებული – რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტულ პროექტებზე

ბევრი ხარვეზია, მათ შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან დაშვებული – რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტულ პროექტებზე
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგულარულად ტარდება შეხვედრები, სადაც მხარეები აზრებსა და პრობლემურ საკითხებს ცვლიან. მათ შორის გამოყო ბოლო შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან და სამინისტროს გუნდთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, რის გამოც აუცილებელია გადასვლა ახალ სტანდარტებსა და მიდგომებზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამშენებლო ნორმების მოსაწესრიგებლად უკვე გადადგმულია რეალური ნაბიჯები, სამუშაოებში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და უახლოეს პერიოდში ქვეყანას ექნება ახალი ევროკოდები და ის ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელებენ მშენებლობის დროს.