ქართულ სპორტულ მედია სივრცეში გიორგი კვერნაძის სახელი ხშირად არ გვხვდება, არადა ახალგაზრდა ქართველი შემტევი იტალიის სერია B-ში ძალიან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს.
ყურადღების ნაკლებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გასაგებია, სცენის მთავარ ნაწილს სხვა მოთამაშეები იკავებენ, მაგრამ იტალიის სერია B ბევრი ევროპული ქვეყნის უმაღლეს დივიზიონზე უფრო მაღალი დონის შეჯიბრებაა და ამ გათამაშებაში ქართველი ბიჭი ძალიან მაგრად გამოიყურება.
სერია B-ს თამაშებს საქართველოში არავინ აჩვენებს და ხარისხიანი ვიდეოს პოვნაც რთულია, ამიტომაც, ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს, თუ რატომ ვერ ვამჩნევთ კვერნაძეს. ეს სტატიაც არ დაიწერებოდა, სრულად შემთხვევით რომ შემხვედროდა “ფროზინონესა” და “სუდტიროლის” მატჩის პირველი ტაიმის ჩანაწერი. არადა, სსრკ-არგენტინის ჩანაწერს ვეძებდი…
ვიდეოს ხარისხი მაღალი არაა და ვერც მონტაჟის უნარებით გამოვირჩევი, თუმცა რამდენიმე მომენტიც საკმარისია იმის დასანახად, რომ ეს ბიჭი მაგრად თამაშობს. 5-მცველიან სქემაში მარცხენა ფლანგი აქვს ჩაბარებული, წინ და უკან დაუღალავად დარბის.
რამდენიმე ლამაზი დრიბლინგი, პასი, მოპოვებული კუთხურიც, რომელსაც პენალტი და გოლი მოჰყვა. ეს მხოლოდ პირველ ტაიმში იყო და მეორე ტაიმში რა მოხდა, არ ვიცით.
22 წლის შემტევი, როგორც ჩანს, უკვე მზად არის უკეთეს გუნდში გადასასვლელად. თუ იტალიის ჩემპიონატში ასე ლაღად თამაშობს, წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთ გამოუვა იმ ქვეყნებში ასპარეზობა, რომელთა ჩემპიონატებში დაცვას ასეთი ყურადღება არ ექცევა.
სხვათა შორის, “სუდტიროლთან” მატჩისას კვერნაძემ მოედანი 69-ე წუთზე დატოვა, როცა მისი გუნდი 2:0-ს იგებდა. ამის მერე “ფროზინონემ” ორი გოლი გაუშვა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. გიორგიმ შეხვედრა 4 წარმატებული დრიბლინგით (ცხადია, ყველაზე მეტი), 3 დარტყმითა და პასების 85%-იანი სიზუსტით დაასრულა.
მომდევნო შეხვედრას ქართველის გუნდი ხვალ, 23 სექტემბერს, იტალიის თასზე “კალიარისთან” გასვლაზე გამართავს. იქნებ ამ შეხვედრის კარგ ხარისხში ნახვა მაინც მოვახერხოთ.
[VIDEO] ბათუმის “დინამოს” “თელავთან” შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
კვერნაძე სასტარტოში იყო – “ფროზინონემ” ისევ გაიმარჯვა
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება “მანჩესტერთან” – მთავარი ამბები ზაფხულამდე
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და “ფროზინონე” 1/16-ფინალში გაიყვანა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება – ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
ინტერვიუ. კვერნაძე იტალიაზე, “კვარას” როლზე, მისი თაობის წარმატებასა და ევროპის ჩემპიონატზე
კვერნაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და “ფროზინონეს” ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა [VIDEO]
