ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ბელგრადში თელ-ავივის „მაკაბისთან“ 78:95 დამარცხდა.
ბოლონიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 1 ქულით დათმო, მეორე ტაიმი ჩააგდო და მარცხი განიცადა.
შენგელიამ 28:10 წუთში 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 7-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.
თორნიკეს თანაგუნდელმა მარკო ბელინელიმ 18 ქულა ჩააგდო, ხოლო 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და მარგი ქმედების 29-იანი ინდექსით MVP თელ-ავიველი უეიდ ბოლდუინი გახდა