· 79
„სიცრუის დეტექტორის“ საახალწლო გადაცემაში მამა-შვილი ცისანა და ჯემალ სეფიაშვილები იყვნენ. ცისანამ ერთ-ერთი კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია.
ჯემალ სეფიაშვილმა შვილის დაოჯახებაზე ისაუბრა.
„ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის, პირიქით, ბედნიერებას ეძებს. რა ბედნიერება და რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის. ცისანა გათხოვდა მესამედ.
სხვათა შორის, არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი.
ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“, – აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.