გზების დასაგებად ორი 50-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოებისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის შესყიდვის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს, წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბრის დღის 13:00 საათზე დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადა 24 თვეა.
ამავე პირობებით (წინადადებების დასრულების ვადის ოდნავი ცვლილების გარდა) საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა – დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოებზე.
ტენდერის ღირებულება ამ შემთხვევაშიც 50 მლნ ლარია, წინადადებების მიღებაც 17 ოქტომბერს იწყება და 22 ოქტომბერს სრულდება, ოღონდ, 15:30 საათზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს