23 სექტემბერს, ლიგის თასის 1/16-ფინალში „ლივერპული“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს და „წითლების“ შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილის ოფიციალურ მატჩში დებიუტი შედგება, – იტყობინება This Is Anfield-ი.
გამოცემა წერს, რომ მწვრთნელის, არნე სლოტისთვის ჩემპიონშიფის გუნდთან დაპირისპირება შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რათა გადატვირთული კალენდრისას (21 დღეში 7 მატჩი) როტაციას მიმართოს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა იმ ფეხბურთლებს მისცეს, რომლებსაც თამაში არ უწევთ.
მამარდაშვილმა წინასასეზონო პერიოდში 5 ამხანაგურ შეხვედრაში (329 წუთი) მიიღო მონაწილეობა, ალისონმა მხოლოდ ორში (135 წუთი), თუმცა პრემიერლიგის ყველა მატჩში გუნდის კარს ბრაზილიელი იცავს. მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა სურვილის შემთხვევაში კლუბს შეუძლია ხელშეკრულება ერთი სეზონით გაუგრძელოს.
აღნიშნულია, რომ მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლისა თავის ამბიციებს არ მალავდა: „მე მივდივარ, რათა №1 ადგილისთვის ვიბრძოლო. თავდაუზოგავად ვივარჯიშებ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“.
მამარდაშვილთან ერთად დებიუტი ექნება 18 წლის იტალიელ ცენტრალურ მცველს ჯოვანი ლეონის და სასტარტოში, ალბათ, ჯო მომესი, ფედერიკო კიეზა და ვატარუ ენდოც იქნებიან.
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? – ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
მამარდაშვილმა გოლი ისევ არ გაუშვა – ალისონი “ლივერპულს” შეუერთდა
როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის – “ლივერპულის” მწვრთნელის პასუხი
“პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ… მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!” – “ლივერპულის” ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება – რატომ დატოვა ალისონმა “ლივერპულის” საწვრთნელი ბანაკი
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
სპერციანმა “საუთჰემტონს” კატეგორიული უარი უთხრა
“მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა” – განაცხადა “ლივერპულის” მწვრთნელმა
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
“რასაც “კრასნოდარი” სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია” – სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას – “შვედურმა ვირთხამ” დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე “ფრენის” შემდეგ
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
ათამაშებენ მამარდაშვილს “საუთჰემპტონთან”? – “ლივერპულმა” მერსისაიდულ დერბიშიც გაიმარჯვა
[VIDEO] ისევ მამარდაშვილის გარეშე – “ლივერპულმა” “ბარნლის” სალაჰის გატანილი პენალტით მოუგო
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს – სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით “ლივერპულმა” “არსენალს” სძლია
“რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია” – სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სალაჰი უკვე მეოთხეა – ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა – სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება




