წიგნების კითხვა სიცოცხლეს ახანგრეძლივებს — კითხვის გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე

კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად კითხულობენ წიგნებს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს შესანიშნავი გზაა განსატვირთად თანაც ისე, რომ ზედმეტი ინფორმაციებით არ გადაიტვირთოთ… ამიტომ, იმ წიგნის ხელში აღება ნამდვილად ღირს, რომლის წაკითხვაზეც ამდენი ხანია ფიქრობთ. თუმცა სანამ ამას იზამთ, წიგნის კითხვის უფრო კონკრეტულ სარგებელსაც გაგაცნობთ.
ჯერ იმას გეტყვით, რომ კვლევა 3635 მონაწილეს მოიცავდა და 50 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს 12 წლის მანძილზე შეისწავლიდა. მათ აღმოაჩინეს, რომ მონაწილეები, რომლებიც დღეში წიგნს 30 წუთის ან უფრო მეტი ხნის მანძილზე კითხულობდნენ, 23 თვით მეტხანს ცოცხლობდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც წიგნებს არ კითხულობდნენ. მიღებული შედეგი შენარჩუნდა ისეთი ცვლადების განხილვის შემთხვევაშიც, როგორებიცაა ასაკი, სქესი, განათლება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საინტერესოა, რომ მსგავსი სარგებელი არ იყო ძლიერად გამოხატული იმ პირებში, რომლებიც მხოლოდ გაზეთებსა და ჟურნალებს კითხულობდნენ — „როცა წიგნის კითხვას იწყებთ, იგი მეტ კონცენტრაციას, მდგრად ფოკუსსა და აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, ვიდრე მოკლე სტატიები“.
კითხვის გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე
ამგვარად, გვეუბნებიან, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების გარდა, კითხვით თქვენი ტვინის ფუნქციაც შეგიძლიათ, დაიცვათ.
„აქტივობები, რომლებიც გონებას გამოწვევის წინაშე აყენებს, იქნება ეს რეგულარულად კითხვა თუ სხვა რამ, ტვინის სიჯანსაღის რუტინის ღირებული ნაწილია. მასშტაბურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მეტს კითხულობენ, მეხსიერებისა და კოგნიტიური დაქვეითების უფრო დაბალი რისკის ქვეშ არიან ასაკში შესვლისას“, — განმარტავს ჯონათან გრაფ-რადფორდი, ნეიროლოგი.
ასე იმიტომ ხდება, რომ კითხვა კოგნიტიური რეზერვის ჩამოყალიბებას ეხმარება, მენტალური ბუფერის, რომელიც ტვინს საშუალებას აძლევს, დაბერებისა თუ დაზიანების პროცესში კომპენსაცია უკეთ მოახდინოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოგნიტიური რეზერვი თქვენს ტვინს უფრო მაღალ დონეზე ფუნქციონირებაში ეხმარება, მაშინაც კი, როცა ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიცდით ტვინის ჯანმრთელობის მხრივ.
ემოციური და სტრესის შემამსუბუქებელი სარგებელი
ფაქტია, რომ სტრესი ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს, თუმცა მაინც გვიჭირს სტრესის შემამსუბუქებელი პრაქტიკების დანერგვა ჩვენს ყოველდღიურობაში, ისეთებისაც კი, რომლებიც ხელმისაწვდომი, იაფი და ეფექტურია. არადა, წიგნების კითხვა სამივე მათგანს გთავაზობთ… უფრო ზუსტად:
· მახვილგონიერი ხდებით — კითხვა განელებთ და აწმყოში არსებულ მომენტთან დაკავშირების შესაძლებლობას გთავაზობთ.
· ემპათია გიძლიერდებათ — კონკრეტული პერსონაჟის ცხოვრებაში ჩაძირვა ემოციურად მეტად ინტელექტუალურს გხდით.
· კავშირებს აყალიბებთ — მარტო კი კითხულობთ, მაგრამ ეს სხვებთან დაკავშირების საშუალებადაც შეგიძლიათ, აქციოთ. მაგალითისთვის, წიგნების კლუბების, ფორუმების, ბიბლიოთეკებისა და წიგნის გამოშვების ღონისძიებების მეშვეობით. კვლევა, რომელიც 15 ქვეყანასა და 19821 მონაწილეს მოიცავდა, გვეუბნება, რომ მსგავსი აქტივობები დეპრესიისა და მარტოობის დაბალ რისკს უკავშირდება.
· თავის დაღწევის ჯანსაღ გზას გთავაზობთ — მხატვრული ლიტერატურა გონებრივი გაქცევის შესაძლებლობას გთავაზობთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე…
· ეკრანისგან თავისუფლდებით — თუ სქროლვას დიდ დროს უთმობთ და გსურთ, ძილის წინ მაინც აარიდოთ თავი, წიგნის წაკითხვა იდეალური ალტერნატივაა.
· მიზნის შეგრძნება გიჩნდებათ — განსაკუთრებით მაშინ, როცა წიგნებს ამთავრებთ ან რაღაც ახალს სწავლობთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს