რესტორნებში რეზიდენტები საშუალოდ ₾32 ლარს ხარჯავენ, არარეზიდენტები – ₾111 ლარს – TBC Capital (აგვისტო)

2025 წლის აგვისტოში რესტორნებში შესრულებული უნაღდო გადახდების 63% საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, 37% კი – არარეზიდენტებზე, – ამას აჩვენებს TBC Capital-ის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა.
კვლევის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში, ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობა კი 43 ლარს გაუტოლდა. მიმოხილვა აჩვენებს,რომ რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად მზარდია.
TBC Capital-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ბანკის არხებით, წლიურად 23%-ით გაიზარდა რესტორნებში რეზიდენტთა უნაღდო დანახარჯები და საშუალოდ 32 ლარი შეადგინა. დროის ამავე მონაკვეთში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ასევე გაიზარდა წლიურად 44%-ით, საშუალო დანახარჯი კი 111 ლარს გაუტოლდა, დაახლოებით 3-ჯერ მეტს, ვიდრე რეზიდენტთა დანახარჯებია.