დროებით ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი “ოცნებას” მოუწოდებს, რომ “აღიარონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”.
“ღიად ვეუბნებით მათ, ვინც საქართველოში საკუთარ თავში იპოვა გამბედაობა იმისთვის, რომ ეღიარებინა სააკაშვილის პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაზე – შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროა. აღიარეთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. არა პოლიტიკისთვის, არამედ მომავლისთვის, სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ კავკასიის ყველა ერმა მშვიდობიანი ცის ქვეშ იცხოვროს” – ამბობს გაგლოევი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. რესპუბლიკის “დამოუკიდებლობის გამოცხადების 35-ე წლისთავი” აღნიშნეს.




