თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა

თბილისში, ფიროსმანის 31 ნომერში კედელი ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, ავარიული შენობებით სავსე ქუჩაზე, კედელს ბზარები ჰქონდა და ძლიერი ქარის გამო დაწოლას ვეღარ გაუძლო.
შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ტერიტორია კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. ირკვევა, რომ ავარიული კედლის არსებობის შესახებ მერიას სრული ინფორმაცია ჰქონდა.
“პირველებთან” ინტერვიუში, ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ ელოდებოდა გამგეობის რეაგირებასაც, თუმცა უშედეგოდ. კედლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ახლა უსაფრთხოების ლენტებია გაბმული.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს