პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” მე-3 პარტიულ ყრილობას მართავს.
„თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებლის ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პარტიულ ყრილობაზე, ლიდერები დამსწრე პირებს, პარტიის სამომავლო გეგმებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
„ჩვენ ვთვლით, რომ ანგარიშვალდებულები ვართ მხარდამჭერებთან. მათ
ანგარიშს ჩავაბარებთ თუ რა გავაკეთეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ასევე მოვყვებით იმას, თუ როგორ პარტიას ვაშენებთ და როგორ იქნება ეს პარტია განსხვავებული, ყველა სხვა პარტიისგან, რომელიც აქამდე ყოფილა ან ახლა არის. ვისაუბრებთ მომავალზე, განსაკუთრებით, თუ როგორ ვხედავთ “ქართული ოცნების” ძალაუფლებიდან ჩამოშორების გზას და როგორ საქართველოს ვხედავთ.
ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ
იუსტიციის სახლს, რომ ფორმალურად აღიაროს “თავისუფლების მოედანი”, როგორც პარტია”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
როგორც ლევან ცუცქირიძე აცხადებს, ყრილობის დასრულების შემდეგ ისინი პარტიის რეგისტრაციისთვის კვლავ მიმართავენ იუსტიციის სახლს, რომ “თავისუფლების მოედანი” როგორც პოლიტიკური პარტია ისე დაარეგისტრიროს.
