ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ დონალდ ტრამპი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე უარს იტყვის

თუ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე უარს იტყვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„ამის მიღწევა რთული პროცესია. მთავარი შედეგია. ვფიქრობ, თუ პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, რომლებიც რუსეთთან ენერგოვაჭრობით არიან დაკავებული, ამისკენ უბიძგებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, -ის მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ რუსულ ენერგორესურსებზე ც უარს იტყვის.
„ორბანი მარტო ვერ დარჩება. საქმე მხოლოდ ორბანსა და უნგრეთს არ ეხება. არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ამ ყველაფრისთვის, „რუსული“ ენერგორესურსებისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ. გვსურს, რომ ეს პროცესები ერთმანეთს არ დაუკავშირდეს. ისინი პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა მშვიდობას უფრო სწრაფად მივაღწიოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უგულავა: რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო

ლუკა ნაჭყებია: მგონი, კანონპროექტში უნდა ჩაამატონ, რომ მთავრობის წევრის ოჯახის წევრებს უფლება არ უნდა ქონდეთ საჯარო სკოლის გარდა, სხვა სკოლაში სწავლის და ვისი შვილიც უცხოეთშია უკვე, აქ უნდა დააბრუნო