მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის წამყვან პოზიციებზე ბევრისთვის ცნობილი ანტერპრენერები არიან, თუმცა, Forbes-ის ტოპ-500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არიან ქალბატონები, რომელთა შესახებ შედარებით ნაკლებად არის ცნობილი.
დღეისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის წოდება Walmart-ის მეწილე ალის უოლტონს აქვს, სიაში ასევე არიან ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი, ჯულია კოხი და ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკკენზი სკოტი.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 10 ქალბატონს, Forbes-ის ვერსიით, 20 სექტემბრის მდგომარეობით:
· ალის უოლტონი – Walmart – 111.2 მლრდ აშშ დოლარი;
· ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი – L'Oreal – 90.6 მლრდ აშშ დოლარი;
· ჯულია კოხი – Kock, Inc. – 81.2 მლრდ აშშ დოლარი;
· ჟაკლინ მარსი – Candy, pet food – 41.2 მლრდ აშშ დოლარი;
· სავიტრი ჯინდალი – Steel – 40.2 მლრდ აშშ დოლარი;
· რაფაელა აპონტე-დიამანტი – გადაზიდვები – 39.5 მლრდ აშშ დოლარი;
· მირიამ ადელსონი – კაზინოები – 36.4 მლრდ აშშ დოლარი;
· აბიგაილ ჯონსონი – Fidelity – 36.1 მლრდ აშშ დოლარი;
· მაკკენზი სკოტი – Amazon – 34.2 მლრდ აშშ დოლარი;
· ირის ფონტბონა – მაინინგი – 33.7 მლრდ აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სრულ სიაში ალის უოლტონი მსოფლიოს მე-15 ყველაზე მდიდარი ადამიანია, ჩვენი ჩამონათვალის მე-10 ადგილოსანი ირის ფონტბანა კი – მე-60.
ამ ათეულთან ახლოს არიან მარილინ სიმონსი, ელაინ მარშალი და ჯინა რაინჰარტი – სამივეს კაპიტალი 30-30 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.
წყარო: bpn.ge




