პაატა მანჯგალაძე – გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი – ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს

გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი – ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა.
მანჯგალაძის განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით, 4 ოქტომბერს არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს.
„გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს, ქვეყანას მართავს ერთი პირის მსახურების დაჯგუფება, რომელსაც ხალხი და მისი მომავალი არ აინტერესებს.
სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერი არის დღე, როცა ეს უნდა შეიცვალოს. ეს დღე დაამტკიცებს, რომ საქართველოს ნამდვილი პატრონი არის ქართველი ხალხი.
მოვემზადოთ და ერთად დავდგეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებისთვის!”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.