ჩეხეთის მთავრობამ დღეს ქვეყანაში არსებული ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა. ინფორმაციას X-ზე (ყოფილი Twitter) ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს.
“ჩემი ინიციატივით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვა. კომერციული აქტივობები, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინელთა მკვლელობას აფინანსებს, აქ სრულდება,” – ნათქვამია ლიპავსკის განცხადებაში.
Na můj navrh dnes vláda schválila zmražení ruského státního majetku v Česku. Komerční aktivity, ze kterých Rusko financuje vraždění Ukrajinců, tady končí.— Jan Lipavský (@JanLipavsky) November 15, 2023
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალევე უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა. მან ჩეხეთს ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუსული ფული არა მკვლელობებსა და ნგრევას, არამედ უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს.
Czechia has just frozen all Russian state assets. I applaud this principled step and thank my counterpart and friend @JanLipavsky. All countries that haven’t yet done so should follow suit. Russian money should be used for Ukraine’s recovery instead of murder and destruction. https://t.co/7ReaTIj3xc— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) November 15, 2023