ბიძინა ივანიშვილი თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ქართული ოცნება ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს