მოკლედ
· ელენე ხოშტარიასთვის სავალდებულო წესით დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა ირაკლი ბენიამ გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო უზრუნველყოფით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ – ის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
· კახა კალაძის შტაბზე გაკრულ საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო დაკავებული პოლიტიკოსი, რომელსაც 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ამბობს, რომ ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს მისი თანხმობის გარეშე.
· ადვოკატი ამბობს, რომ სავალდებულო დაცვის ფარგლებში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებაც აქვს.
“ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს, იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.
