პეტერბურგის აეროპორტის საიტი „გატეხეს”

კიბერშეტევა იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოს” ინტერნეტ-საიტზე.
19 სექტემბერს დღისით აეროპორტის ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საიტი „გატეხეს”, რის გამოც მისი მუშაობა შეზღუდულია და სისტემის აღსადგენად მუშაობენ.
თავად აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა. „პულკოვოს” ადმინისტრაციამ მგზავრების ინფორმირებისთვის „იანდექსის” ონლაინ-ტაბლოს გამოყენება დაიწყო.
კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია ჰაკერების არცერთ ჯგუფს.
2025 წლის ივლისში კიბერშეტევა იყო რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემებზე. ავიაკომპანია იძულებული გახდა რამდენიმე ათეული რეისი გაეუქმებინა.
ამ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების ჯგუფებმა Silent Crow და Cyberpartisans BY.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე – „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას – ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება