შოთა არველაძის გუნდმა ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა

თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში შოთა არველაძის “ფატიჰ კარაგუმრუკმა” საკუთარ მოედანზე “კაისერისპორი” 4:1 დაამარცხა.
ჰეთ-თრიკი 32 წლის შვედმა ნახევარმცველმა მარკუს როდენმა შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე 17 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. ის გასულ სეზონში „ფროზინონეს“ ღირსებას იცავდა. მეოთხე გოლი „ვერონას“ ექს-თავდამსხმელის კევინ ლაზანიას ანგარიშზეა.
“ფატიჰ კარაგუმრუკმა” ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 13 იანვარს სტამბოლში “ბეშიქთაშს” დაუპირისპირდება.
კარაგუმრუკი – კაისერისპორი 4:1