არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში

არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მფარველებსა და დავალებების მიმცემებს ესაუბრებიან.
„არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ, ვის ხედავენ ისინი როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ – არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Next: 4 ოქტომბერს იქნება არჩევანი – გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში, აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო

იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისათვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი