უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა კურსკში რუსების ლოჯისტიკურ ცენტრს დაარტყეს

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ლოჯისტიკურ ცენტრზე, რომელიც კურსკის ოლქში მდებარეობს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად დარტყმა მიაყენეს 810-ე ბრიგადის მასალების შესანახ
ბაზას, საბრძოლო მასალის საწყობებს და დამალული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესანახ ადგილს.
სპეციალური ოპერაციების ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში განლაგებული 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა აქტიურად მონაწილეობს ჩრდილოეთ სლობოჟანსკის მიმართულებით შეტევით ოპერაციებში.
„ამ ბრიგადის პერსონალი მონაწილეობს ომის დანაშაულებში, მათ შორის უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში“, – აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!