ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარუდგენენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომა გაიმართება და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი წარედგინებათ, – ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.
„ვადასტურებ, რომ მოწვეულია Coreper-ის რიგგარეშე სხდომა“, – განუცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა რუსულ მედიას.
სხვა დიპლომატიური წყაროების ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების რიგგარეშე შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტის პროექტის წარდგენა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?