პრემიერი – ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს – ამდენი ფული რომ დაეხარჯათ ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც

ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ფარას” მიერ „ნაციონალური მოძრაობისა” და ამერიკული იურიდიული კომპანიის კონტრაქტის გამოქვეყნებას ეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას ამდენი ფული რომ დაეხარჯა ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც.
„თუმცა, ამის ნაცვლად, ისინი ფულს ხარჯავენ გარე ლობისტებთან, იმისათვის, რომ ვიღაც უცხოელი ჩინოვნიკის გული მოიგონ. ასეთი სახით სახალხო პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ ვმუშაობთ და კომუნიკაცია გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვაკეთებთ საქმეებს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ხალხის მხარდაჭერაზეც, მათ შორის, არჩევნებზე. იგივე დროს, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს. ასე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება

ალეკო ელისაშვილი – ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი – არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი – მოუწევთ ციხის კარის გახსნა