დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7356 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7356 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.7356 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0213 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2376 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2143 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0233 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ, როცა ყველა, წლის ბოლო წამებს დავითვლით, ტყუპები გზაში იქნებიან. თურქეთში მიდიან გადარჩენის იმედით. ოჯახმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო, მყიდველი ვერ ნახეს, მაგრამ უნდა წავიდნენ, სხვა გზა არ აქვთ