კონსტანტინე მიქაიას გზის რამდენჯერმე გადაკეტვის საფუძვლით სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა

კონსტანტინე მიქაიას, რომელიც უწყვეტი პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო.
როგორც მიქაიას ინტერესების დამცველი ადვოკატი, ილონა დიასამიძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, სასამართლომ განიხილა ჯამში 11 სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე – ყველა გზის გადაკეტვის შესახებ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა განმეორებით იწვევს სამართალდამრღვევის 5000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ კონსტანტინე მიქაია 11-ვე შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნო და 10-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ, როცა ყველა, წლის ბოლო წამებს დავითვლით, ტყუპები გზაში იქნებიან. თურქეთში მიდიან გადარჩენის იმედით. ოჯახმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო, მყიდველი ვერ ნახეს, მაგრამ უნდა წავიდნენ, სხვა გზა არ აქვთ