[VIDEO] “კვარა” და პსჟ მთელი ბრწყინვალებით – “პარი სენ ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგა დიდებულად დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“, დაჯაბნა, 4:0 დაამარცხა და ტურნირი ისე დაიწყო, როგორც მოქმედ ჩემპიონს ეკადრება.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა მატჩში ტრავმირებული სასტარტოში დააყენა და ქართველმა იმედები არ გაუცრუა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით შეუტიეს და მარკინიოსმა დააწინაურა. შემდეგ შესანიშნავი შანსები მენდეშმა და ბარკოლამ ვერ გამოიყენეს, ჰაკიმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარკოლას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 39-ე წუთზე კი ჩინებული დრიბლინგის შედეგად კარნეზეკის კარი შორიდან „კვარამ“ დალაშქრა. ბოლოს პსჟ-ს კიდევ ერთი დიდებული შანსი მიეცა, მაგრამ ბარკოლას პენალტი მეკარემ აუღო და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
შესვენების მერე „პარი სენ ჟერმენის“ დომინირება გაგრძელდა, მენდეშმა ანგარიში გაზარდა და რადგან მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ლუის ენრიკემ კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალა. კომპენსირებულ დროში რამუშმაც გაიტანა და პარიზელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
პსჟ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს, ხოლო იქამდე ლიგა 1-ში „მარსელს“ და „ოსერს“ დაუპირისპირდება.
პსჟ – ატალანტა 4:0
გოლები: 1:0 მარკინიოსი (3), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 მენდეში (51), 4:0 რამუში (90+1)
· მალხაზ ჯობავა კარგი ხარ როგორც ბაჟა, შენ გენაცვალე კვარა!
· … the best team.