[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი – პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ „ატალანტას“ 2:0 ამარცხებს.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა მატჩში ტრავმირებული სასტარტოში დააყენა, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით შეუტიეს და მარკინიოსმა დააწინაურა. შემდეგ შესანიშნავი შანსები მენდეშმა და ბარკოლამ ვერ გამოიყენეს, ჰაკიმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარკოლას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 39-ე წუთზე კი კარნეზეკის კარი შორიდან „კვარამ“ დალაშქრა. ბოლოს პსჟ-ს კიდევ ერთი დიდებული შანსი მიეცა, მაგრამ ბარკოლას პენალტი მეკარემ აუღო და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
პსჟ – ატალანტა
გოლები: 1:0 მარკინიოსი (3), 2:0 კვარაცხელია (39)
გამოუყენებელი პენალტი: ბარკოლა (44, პსჟ)
· ზურა ატალანტა ჰყავს ამოჩემებული :)) სადაც წაეწია ყველგან ლამაზად დაუსრულა
· წარმატება კვარას. ვინც არ რისკავს ის ვერც აფრინდება. ყოჩაღ კვარა. ამიტომ ვწერთ ზოგი აქ რომ კვარამ თავის თავზე თუ არ აიღო თამაში და უკან წინ პასებით ითამაშა ის კვარა აღარ იქნება. რომ შეუძლია და რაც შეუძლია იმიტომ ვწერთ და იმედია კვარა კომპლექსებისაგან გათავისუფლდება. დაიკარგება ბურთი, დაიკარგოს რაა მერე? ეს ფეხბურთია და არაა საჭირო სტაისტიკურად ყოველთვის შეზღუდულმა ითამაშო. ჩვენ კვარა ახლაც გვიყვარს მაგრამ ის კვარა უნდა დაბრუნდეს რაც იყო და რაც ამ თამადი გააკეთა.
· გ.ხ. კარგი ხარ კვარა! როგორც ყოველთვის
· ზურა ყოჩაღ კვარა,მიაწექი,გაგვახარე შენი ულამაზესი,ქართულ ცეკვასავით დრიბლინგებით.
· გიგო პაპა ფანტასტიკაო. კი უდრიდა ორ გოლს.))