ლიეტუვამ ს აგენტების ჯგუფი გამოააშკარავა და დააკავა, რომლებიც ევროპაში ამანათების აფეთქებებს ახორციელებდნენ

ლიეტუვამ ს აგენტების ჯგუფი გამოააშკარავა და დააკავა, რომლებიც ევროპაში ამანათების აფეთქებებს ახორციელებდნენ.
ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ლიეტუვის გენერალური პროკურატურა და კრიმინალური პოლიციის ბიურო ავრცელებს.
წინასწარი გამოძიების თანახმად, 2024 წლის ივლისში ლიეტუვის მოქალაქემ, ალექსანდრას შურანოვასმა თანამონაწილეებთან ერთად DHL და DPD სერვისების მეშვეობით ვილნიუსიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ოთხი ამანათი გაგზავნა “ხელნაკეთი ასაფეთქებელ-ცეცხლგამჩენი მოწყობილობებით”.
ორი ამანათი DHL-ის სატვირთო თვითმფრინავებით დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა, დანარჩენები – DPD-ის სატვირთო მანქანებით პოლონეთში.
ერთ ამანათს გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში გაუჩნდა ცეცხლი, მეორეს – სატვირთო მანქანაში პოლონეთში, მესამეს – DHL-ის საწყობზე ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში. მეოთხე ამანათს, რომელიც პოლონეთში მიდიოდა, ცეცხლგამჩენი მოწყობილობის დეფექტის გამო ცეცხლი არ გაუჩნდა.
“წინასასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულების ორგანიზებასა და მათი შესრულების კოორდინაციას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ახდენდნენ, რომლებსაც კავშირები აქვთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სადაზვერვო სამსახურებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულების კოორდინატორებად დასახელებული არიან უკრაინის მოქალაქე დანიილ გრომოვი, რომელსაც რუსული პასპორტი გააჩნია იაროსლავ მიხაილოვის სახელზე, და ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქე ტომას დოვგანას სტაბაჩინსკასი. კიდევ ერთი თანამონაწილე – რუსეთის მოქალაქე ანდრეი ბაბუროვი – საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.
გამოძიების ამ ეტაპზე ეჭვმიტანილია 15 პირი, მათ შორის რუსეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სა და უკრაინის მოქალაქეები. გამოძიების ფარგლებში ლიეტუვაში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში 30-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით