IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “ქართულ ოცნებას” – 29%

გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” 29% – “ქართულ ოცნებას”, ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარეობს.
კერძოდ, კითხვაზე, რომელ პარტიებს არ დაუჭერს ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” , 29 – “ქართულ ოცნებას”, 18% – “გირჩსა და დროას”, 16% – “გირჩს”, 13% – “ევროპულ საქართველოს”, 12% – “კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს”, 11% – “ლეიბორისტულ პარტიას”, 10% – “ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებელს“ 9%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 9 %, „საქართველოსთვის“ – 8%, „მოქალაქეები“ 6%, „ხალხის ძალა“ 4 %, „ხალხისთვის“ 2%.
გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ არც ერთს, 12% – არ იცის და 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე. სულ 3 პასუხამდე იყო დაშვებული.