ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან – გუშინ ერთი დააკავეს

ზოგიერთი უკრაინელი ფეხბურთელი რუსეთთან ომის დროს ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რაც ხან გამოსდით, ხან – არა.
„შახტარის“ 19-წლამდე გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ რასპუტკომ ს ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო და როსტოვის ოლქის პესჩანოკოპსკოეს „ჩაიკას“ ღირსებას იცავს, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს.
ის „ანტვერპენთან“ უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ არ დაბრუნდა კლუბში, ახლა კი თქვა, რომ თბილად მიიღეს, თავს კომფორტულად გრძნობს, განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს და ყველასი მადლობელია.
გუშინ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს ს „დინამოსა“ და „შახტარის“ ყოფილი მეკარე, 33 წლის არტურ რუდკო, – იტყობინება Sportarena.
რუდკო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო მომზადებას გადის, რის შემდეგაც, ალბათ, ფრონტის ხაზზე გააგზავნიან.
რუდკომ „ჩერნომორეცი“ გასული სეზონის ბოლოს დატოვა. აგრეთვე „გოვერლაში“, კვიპროსის“ „პაფოსში“, „მეტალისტში“ და პოლონეთის „ლეხში“ თამაშობდა, „დინამოსა“ და „შახტარის“ რიგებში კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ის უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს – “იუნაიტედის” ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
სკანდალი. “შახტარის” ფეხბურთელი რუსეთში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა