პროკურატურა ჩაეძიება ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „არნახულ თანხებზეა საუბარი“.
„ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო კონვერტაცია სხვა ვალუტაში. პროკურატურა ჩაეძიება მთლიანად ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო ასეთი აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
