“ამაზე ბევრი ვიფიქრე, ფეხბურთში ვბრუნდები” – პიკემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე განაცხადა, რომ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში დაბრუნება სურს.
“ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ფეხბურთში დავბრუნდე, არა როგორც მოთამაშის, არამედ მწვრთნელის რანგში. დანარჩენ დეტალებს კვირის ბოლოს გაგაცნობთ”, – დაწერა პიკემ.
შეგახსენებთ, ესპანელმა საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა.