ანიტა ჰიპერის განცხადებაზე – ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები და სიბინძურეა, რასაც ამ ბიუროკრატების მხრიდან განცხადებების სახით ვხედავთ და რაც ყოველთვის დაფუძნებულია ტყუილსა და ცილისწამებაზე

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები და სიბინძურეა, რასაც ამ ბიუროკრატების მხრიდან განცხადებების სახით ვხედავთ, რომელიც ყოველთვის დაფუძნებულია ტყუილსა და ცილისწამებაზე,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს“.
კახა კალაძის განმარტებით, ასეთი ტიპის განცხადებები ზოგადად, ევროკავშირს აზიანებს.
„რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს მათ, ზოგადად, ევროკავშირს. როგორ შეიძლება ადამიანმა მტკიცებით ფორმაში თეთრზე თქვას – შავია, უბრალოდ, წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ხედავს, როგორ ექცევიან ჩვენს ქვეყანას, რა ტიპის განცხადებებს აკეთებენ“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის, ს სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრას, კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში დღეს ხდება, გარედან არის დაფინანსებული.
„ჩვეულებრივი ძალადობრივი ჯგუფია, ამ ძალადობრივი ჯგუფის შექმნაში ბევრი წლის განმავლობაში უამრავი თანხა იხარჯებოდა. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება, ჰყავთ თავიანთი პატრონები, როგორც ქვეყნის შიგნით, ზოგიერთი დიპლომატის სახით, რა თქმა უნდა, გარედან შემოსული თანხებით, გარე პატრონების ჩართულობით. ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება, დაფინანსებულია გარედან. სიძულვილი, ძალადობა, შუღლის გაღვივება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, დაპირისპირება, ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება “,-განაცხადა კალაძემ.