“ცხინვალი ვერ ხედავს თბილისის მზაობას თანასწორი დიალოგისთვის” – გაგლოევი

“საქართველოს ხელისუფლება თანასწორი და ცივილიზებული დიალოგის მზაობას არ ამჟღავნებს, განსაკუთრებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების ფონზე [“საქართველო მზად არ არის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რადგან რესპუბლიკას ისედაც გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობიანია”]”, – ამის შესახებ „ТАСС“-თან ინტერვიუში განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა.
„სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ თბილისის მზადყოფნას, რომ ხელი მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტს ძალის არგამოყენების შესახებ სამხრეთ ოსეთისა და ს მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის განწყობილი თანასწორი და ცივილიზებული დიალოგის დამყარებისთვის. უფრო მეტიც, როცა ჟენევის დისკუსიების ძირითადი მიზანი – ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა – „არასერიოზულად“ გამოცხადდება, ეს ფაქტობრივად ნულამდე ამცირებს ს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მრავალწლიან ძალისხმევას და ამცირებს იმ ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობასაც, სადაც ჩვენი ქვეყნების დიპლომატები კონტაქტობენ,“ – ამბობს გაგლოევი.
მისი თქმით, ასეთი შეთანხმების ხელმოწერა შეიძლებოდა გამხდარიყო “დაძაბულობის შემცირებისა და ქვეყნებს შორის ნდობის გაძლიერების” საწყისი წერტილი.
„თუმცა ქართული მხარე კვლავაც თავს არიდებს ამ აშკარა აუცილებლობის აღიარებას. ამასთან, მისი პოზიცია სრულ მხარდაჭერას პოულობს დასავლელ პარტნიორებში, რაც საშუალებას აძლევს თბილისს, წლების განმავლობაში დაბლოკოს საბაზისო დოკუმენტის განხილვა, რომლის გარეშე წინსვლა შეუძლებელია”.