[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?

ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომლის „ვილიარეალმა“ პირველ ტურში, ლონდონში „ტოტენჰემთან“ მარცხი განიცადა – 0:1.
ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლები განსაკუთრებულად დომინირებდნენ, გოლი მეკარე ლუის ჟუნიორის კურიოზული შეცდომის შედეგად გაიტანეს. საერთოდაც უნდა ითქვას, ამ სეზონში ბრაზილიელი საიმედოობით არ გამოირჩევა. სტუმრებმა სამი მომენტი ვერ გამოიყენეს, პარტნიორებს მიქაუტაძისთვის გადაცემის გაკეთება უჭირდათ, ბურთის დასაუფლებლად მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა, თუმცა მაინც მიეცა შანსი, როდესაც 84-ე წუთზე მეურვეებს დაუსხლტა, მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მცველმა მიკი დე ვენმა საჯარიმოს წინ წააქცია, თუმცა სლოვენიელმა მსაჯმა რადე ობრენოვიჩმა ნიდერლანდელის მიერ წესების დარღვევა ბოლო იმედის ჯარიმად არ ჩათვალა, გაძევება საჭიროდ არ მიიჩნია და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, flashscore 6.2, whoscored 6.0.
„ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 1-ელ ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ ჩაატარებს, იქამდე კი ლა ლიგაზე სამი დაპირისპირება აქვს: „ოსასუნასთან“, „სევილიასთან“ და „ატლეტიკთან“.
· რაგბის ფანი ეგოისტებით სავსე გუნდში გადავიდა. 2 თამი 10 ჯერ შეირბინა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ თანაგუნდელებმა ერთხრლაც არ შეაყოლეს ბუთრი. რამდენიმე ისეთი მომენტიც იყო, როცა მიქაუტაძისთვის პასის მიცემის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობდა, მაინც არ აძლევდნენ და კარგავდნენ ბურთს. ზოგადად, ფეხბურთელებს ინტელექტის პრობლემა აქვთ, მცირე გამონაკლისის გარდა.
· ესტატე კელენჯერიძე ჯერ უჭირს ადაპტაცია,თუმცა აქტიურია,იმედია უახლეს მატჩებში შედეგიანობით გამოირჩევა,წარმატებები!
· უფროსი გასაძევებელიც იყო და პენალტიც უნდა დაენიშნა. ჭიდაობა საჯარიმოს გარეთ დაუწყო, მაგრამ უკვე საჯარიმოში ხელით წააქცია.
· ufrosi. 100% გასაძევებელი იყო https://x.com/escribano_cesar/status/1968055081766633771
· კი გასაძევებელი იყო
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში