ვაშინგტონმა დაამტკიცა მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის შეძენილი იარაღის პირველი პაკეტები – Reuters

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ამერიკული იარაღით დახმარების პირველ პაკეტებს, რომლებსაც შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეები აფინანსებენ ახალი მექანიზმის, PURL-ის (Prioritised Ukraine Requirements List) ფარგლებში.
სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ელბრიჯ კოლბის მიერ დამტკიცებულია სამხედრო დახმარების ორი ახალი პაკეტი. თითოეულის ღირებულება 500 მილიონი დოლარია. იარაღის ახალი პარტია ში მალე უნდა გაიგზავნოს.
Reuters-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატები თავისი მარაგიდან უკრაინას გაუგზავნის ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მიერ შეძენილ იარაღს.
სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი PURL მას შემდეგ ამოქმედდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა ს პრეზიდენტ პუტინს.
შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ამ დრომდე ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. მოსკოვისგან განსხვავებით კიევმა თანხმობა ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე განაცხადა.
ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ც.
ბოლო ხანს ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.
ფორუმი