ბრიუსელმა ს წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც ს მოთხოვნას უკავშირდება

ბრიუსელმა ს წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც ს მოთხოვნას უკავშირდება
ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც დონალდ ტრამპის მოთხოვნას უკავშირდება. ტრამპი ევროპელი პარტნიორებისგან უფრო მკაცრ ზომებს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ევროკომისიას სანქციების ახალი პაკეტის წარდგენა ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრაზე ჰქონდა დაგეგმილი.
თუმცა, პარასკევს -მა G7-ის მოკავშირეებზე ზეწოლა დაიწყო, რათა მათ რუსული ნავთობის იმპორტზე, რომელსაც ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ, 100%-იანი ტარიფები დაეწესებინათ.
ამ ნაბიჯით ვაშინგტონი ცდილობს, ვლადიმირ პუტინი სთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დაითანხმოს.
წყაროს ცნობით, G7-ის წევრი ქვეყნები ამჟამად სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ და მის საბოლოო ტექსტზე შეთანხმებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა, -ის პრეზიდენტს ამ დრომდე პირდაპირი სანქციები რუსეთისთვის არ დაუწესებია. ტრამპი მკაცრ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აანონსებს, თუ ევროპა რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი