IEA ნავთობისა და გაზის სექტორში გლობალური ინვესტიციების საჭიროებას წელიწადში 540 მილიარდ დოლარად აფასებს

ნავთობისა და გაზის წარმოების ამჟამინდელი დონის შენარჩუნება 2050 წლამდე, გლობალური ინდუსტრიიგან მოითხოვს ახალი საბადოების მოსაძებნად წელიწადში დაახლოებით 540 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას – უცხოური მედიის ცნობით, პროგნოზს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აკეთებს.
IEA-ს ენერგომომარაგების განყოფილების ხელმძღვანელის, კრისტოფ მაკგლეიდის შეფასებით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 570 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით ოდნავ ნაკლებია.
ვრცლად interfax – ზე