მათი აზროვნება ვერ გაცდა “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივს – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ს განცხადებით, ოპოზიციის აზროვნება, “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივის ვერ გაცდა.
ქადაგიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 2024 წლის ს შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიცია არჩევნების შედეგების უსაფუძვლო გაპროტესტებით საზოგადოებას და ქვეყანას არ დაღლის.
“მათი აზროვნება ვერ გაცდა “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივს. აქედან გამომდინარე ხდება, რომ ამომრჩეველი მათში რაიმე სიახლეს ვერ ხედავს. გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ამომრჩევლის განსაკუთრებული ზრდა ამით არ იქნება. ოპოზიციის განცხადება იქნება, რომ “ჩვენ გავიმარჯვებთ”, მაგრამ რეალობა რა იქნება ამას, ამას წინა წლების არჩევნები გვანახებდა და 2024 წლის არჩევნებიც გვანახებს. იმედი ვიქონიოთ, რომ არჩევნების შედეგების უსაფუძვლო გაპროტესტებით, კიდევ ერთხელ არ დაღლიან საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.