ევროკავშირი მხარს უჭერს ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს – ანიტა ჰიპერი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი აცხადებს, ევროკავშირის მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს.
მისი თქმით, ევროკავშირი უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს.
„პირველ რიგში, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და უსამართლოდ დაკავებულ ყველა პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოდან. ჩვენი სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
ჩვენი მხრიდან, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების განხილვას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე შემდგომი ზეწოლის განხორციელებას, იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ.
ეს უკვე დაიწყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჩართულობით საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომებზე და ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე, ეს დისკუსიები მოიცავდა დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით და სხვა ვარიანტებით დამთავრებული.
ამავე დროს, ჩვენ სრულად შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარება და გავზარდეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
პროკურატურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.