პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
„როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე“, – ნათქვამია კამინსკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს.
მარიუშ კამინსკის დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ