არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს ახალგაზრდა ქალს – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ქალს, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობას ედავებიან.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა”, – აცხადებენ პროკურტურაში.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს გავრცელდა. კადრების მიხედვით, ინციდენტის შემსწრე არიან მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას