“პარი ნიჟნი ნოვგოროდის” სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრ უდალცოვმა ვახო ბედოშვილის ტრანსფერზე Match TV-სთან მორიგი კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველი შემტევი “ორბის” საკუთრება გახლდათ და იჯარით “გარეჯში” ასპარეზობდა. “ორბის” განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვიტა და ფიფას ტრანსფერებთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო, “პარი ნიჟნი ნოვგოროდსა” და ფეხბურთელს უჩივლებდა.
რუსულ კლუბში კი მაშინ განაცხადეს, რომ ვახო ბედოშვილის კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი იყო, რომელიც მის ყოფილ კლუბსა და “გარეჯს” შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში იყო შეტანილი, ამით ისარგებლეს და არაფერი დაურღვევიათ.
ახლა კი უდალცოვის ნათქვამიდან ირკვევა, რომ “ორბის” ჯერჯერობით განცხადებიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ არ უჩივლია. თავად ბედოშვილი “პარი ნიჟნი ნოვგოროდის” განაცხადშიც არ ჩანდა და დებიუტი მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში 13 სექტემბერს ჰქონდა და “ორენბურგთან” სახლში 3:1 მოგებულ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 24 წუთი დაჰყო.
“არანაირი სასამართლო დავა არ ყოფილა. ჩვენ ფეხბურთელი ვიყიდეთ და ამით ამით დავასრულეთ. გიდასტურებთ, რომ ბედოშვილის ტრანსფერის საქმეზე FIFA-ში არანაირი დავა არ მიდის”, – თქვა უდალცოვმა.
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა – ქართველი მწვრთნელმა შეაქო
U16. თბილისის ჩემპიონი “ორბი” გახდა
სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი “ორბი” ოვერტაიმში დაამარცხა
ქუთაისელთა საოცარი გამარჯვება “ორბთან” და ნანატრი ნახევარფინალის საგზური
“ორბი” ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
მოსკოვის “ლოკომოტივმა” მარადიშვილი იჯარით გაუშვა
“სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით” – “პარი ნიჟნი ნოვგოროდმა” “ორბის” უპასუხა




