ბახმაროში მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ბახმაროში მომხდარი ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. დაშავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. 15-ვე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.