რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მოიცვა 350 კვადრატული მეტრის ფართობის სამი საცხოვრებელი შენობა,ორი სატვირთო მანქანა ავტოსადგომზე და 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტექნიკური მომსახურების სადგური.
„შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული იყო 78 მაშველი და 17 ერთეული ტექნიკა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობდა. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა