არსებული ინფორმაციით, პოლიცია აბაშიძის ქუჩაზე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით შესაბამის მოქმედებებს ატარებდა, დაკავებულია ერთი პირი

არსებული ინფორმაციით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე პოლიციამ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი მოქმედებები და ოპერაცია დასრულებულია, ხოლო საქმეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან სანიკიძესთან კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან სანიკიძემ დაწერა, რომ მის სახლთან პოლიცია და სუს-ია მობილიზებული. მოგვიანებით, სანიკიძემ ინფორმაცია განაახლა და დაწერა, რომ მათ ტერიტორია დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა