ელენე ხოშტარია – სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ბოროტმოქმედ სისტემასთან, დაუშვებელია – მოიგონეს, ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, უნდა ვანახოთ, რომ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით

მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელსაც პარტია „დროა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბრძოლა სოლიდარობაზე დგას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ დატოვებენ.
„სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ამ ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია. არცერთმა სინდისის პატიმარმა იოტისოდენა სიმართლეც კი არ დათმო. გამოკეტეს, მაგრამ მორალურად გაიმარჯვა მზიამაც [ამაღლობელი] , ნინო დათაშვილმაც, და ყველამ. „ენჯეოებმა“ არ დათმეს იოტისოდენა თავისუფლება და არ დაემორჩილნენ „რუსულ კანონს“. ჩვენ არ დავემორჩილეთ ყალბ არჩევნებს. არ შევედით ყალბ პარლამენტში, არც ყალბ კომისიაში, არც ყალბ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში.
სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით.
მეორე, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა არის სოლიდარობა. ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ. მოინდომეს მეგის დაჩაგვრა, ვერ მივართმევთ! ბოლომდე!“, – ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)